Quantcast
Channel: Editorial.ge
Viewing all articles
Browse latest Browse all 3888

Landmark_ის ახალი ვიდეო კლიპი Nicotine

$
0
0
უკვე საკმაოდ ცნობილი და წარმატებული ქართული ჯგუფი Landmark_ი
ახალი სოლო ალბომის VOID_ის გამოშვების შემდეგ, კვლავ აქტიურად აგრძელებს
მოღვაწეობას. ამჯერად ჯგუფმა ახალი ვიდეო კლიპი შემოგვთავაზა სიმღერაზე Nicotine.
მუსიკალური ვიდეოს პრემიერა ინტერნეტ სივრცეში ენჯელ.ჯი_ზე შედგა
გთავაზობთ კლიპს და მცირე ინტერიუს - გაეცნოთ მისი შექმნილ მთავარ ინსპირაციას.

"თვითონ სიმღერის შექმნის შესახებ: რამოდენიმე წლის წინ ვიყავი გერმანიაში, მაშინ ბევრს ვეწეოდი და მაგას ისიც დაემატა რომ ერთ მშვენიერ დღეს ალკოჰოლის რაოდენობა ვერ განვსაზღვრე. მე - 16 ლუდის ბოთლის შემდეგ აღარ მახსოვს მოვლენები, მხოლოდ გამოღვიძების მომენტია თვალწინ: გარშემო ნარინჯისფერ ფორმებში ჩაცმული ექიმები და ნემსი ვენაში, რომელსაც თურმე ალკოჰოლური კომიდან უნდა გამოვეყვანე.ამ მომენტმა ჩემს ცხოვრებაში დიდი ცვლილება შეიტანა, პირველი ის რომ უნივერსიტეტიდან გამომაგდეს, მეორე ის რომ ალკოჰოლს და სიგარეტს თავი დავანებე (დიდი ხნით), მესამე იყო შეხვედრა თვითმფრინავში ჩვენს მომავალ გიტარისტთან, ისიც ზუსტად გერმანიიდან ბრუნდებოდა "München Polka Tanz" კონკურსიდან (პოლკას ცეკვის შეჯიბრი), აღმოჩნდა რომ ჟორჟმაც ცოტახნისწინ დაანება სიგარეტს თავი.რაღაც ძალიან ჩქარა და მარტივად დავწერეთ ეს სიმღერა სარეპეტიციოში, გეგონება ორივემ ვიცოდით როდის რა უნდა დაგვეკრა და ჩაგვესვა."



Viewing all articles
Browse latest Browse all 3888

Trending Articles