
სილამაზის 100 რჩევა
ცნობილი ადამიანებისგან
ნაწილი I
მსახიობები, მომღერლები, მოდელები და აგრეთვე, მათი ვიზაჟისტები, დიეტოლოგები და კოსმეტოლოგები სილამაზის საიდუმლოებებს გვიზიარებენ. უკანასკნელი წლების განმავლობაში მოდურმა ჟურნალებმა შეკრიბეს ყველაზე საინტერესო, ორიგინალური და ეფექტური beauty-რეკომენდაციები ცნობილი ადამიანებისა და მათი დამხმარეებისგან-მაკიაჟის, სტილისა და დიეტის გურუებისაგან.
"დედაჩემი ამბობდა: "დაბერდი ლამაზად და მოუარე ხელებს. ისინი პირველები გასცემენ ასაკს." ნორვეგიელმა მსახიობმა ლივ ულმანმა კი ერთხელ თქვა: "ყოველთვის იყავი შეყვარებულის მდგომარეობაში. ეს დაგეხმარება შეინარჩუნო სილამაზე". მე კი დავამატებ: დარჩთ ის ვინც ხართ, არასოდეს ეცადოთ გახდეს ვინმეს მსგავსი".
ქეით ბლანშეტი
"იმისათვის, რომ გავაქროთ სახიდან დაღლილობის კვალი, წყლის ნიჟარას ვავსებ ყინულის წყლით, ვაჭრი მასში კიტრს, ვხუჭავ თვალებს და სახეს ვდებ მასში.ეს ნამდვილი შველაა, გიჟური ღამის შემდეგ."
ქეით მოსი
