ექვსი დედმამისშვილიდან მეორე, ერნესტ მილერ ჰემინგუეი ქვეყნიერებას 1899 წლის 21 ივლისს მოევლინა, ცხოვრების ადრეული წლები კი ჩიკაგოს გარეუბანში გაატარა. მისი მშობლები კონსერვატორული ხასიათითა და რელიგიური ფუნდამენტალიზმით გამოირჩეოდნენ, თავიანთ შვილებს ყოველგვარი სახის გართობას უკრძალავდნენ და შეზღუდვების დარღვევის შემთხვევაში მკაცრადაც სჯიდნენ. მოგვიანებით უკვე ნობელი პრემიის ლაურეატმა მწერალმა გაბედულად გააკრიტიკა თავისი დედ-მამა ეთიკის ნორმებისადმი ზღვარგადასული ერთგულების გამო. არაორდინალურად ნიჭიერ ბიჭუნას წერისადმი მიდრეკილება მცირე ასაკში გამოუვლინდა და 17 წლის იყო, როდესაც მისმა ნაშრომებმა მზის სინათლე პირველად იხილეს. ერნესტ ჰემინგუეიმ, რომელმაც მოიპოვა არაერთი პრესტიჟული ლიტერატურული პრემია, შექმნა ასობით ჟურნალისტური პუბლიკაცია, პროზაში შემოიტანა წერის ახლებური - "აისბერგის" პრინციპი და მონაწილეობა მიიღო მსოფლიო ომში, 61 წლის ასაკში თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე.
გთავაზობთ საინტერესო ფაქტებს მწერლის ცხოვრებიდან და მის გამონათქვამებს.
გთავაზობთ საინტერესო ფაქტებს მწერლის ცხოვრებიდან და მის გამონათქვამებს.
