კრისტოფერ სეტლემირი, ცნობილი როგორც კრის ზილკა დაიბადა 1985 წლის 9 მაისს, ოჰაიოში და გახლავთ ამერიკელი მსახიობი და მოდელი. დადიოდა ტოლედოს უნივერსიტეტში, ხოლო შემდგომ კი გადაწყვიტა სამსახიობო სფეროში ეცადა ბედი და გამხდარიყო მსახიობი. ეპიზოდური როლების შემდგომ კრისი ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟი გახდა სატელევიზიო შოუში ‘The Secret Circle’, ხოლო 2012 წელს მან პარტნიორობა გაუწია ენდრიუ გარფილდს ფილმში ‘The Amazing Spider-Man’. გთავაზობთ, მოკლე ბიოგრაფიასა და საინტერესო ფაქტებს კრის ზილკას შესახებ.
